ელისაბედ მეორე - არასდროს დანებდეთ და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში
ელისაბედ მეორე - არასდროს დანებდეთ და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში

არასდროს დანებდეთ და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში, – ასე მიმართა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მოსახლეობას მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით.

დედოფალმა, ვიდეო მიმართვაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა.

დედოფლის თქმით, მაშინ ომში მებრძოლი ადამიანები იამაყებდნენ ახლა კორონავისურის წინააღმდეგ მათი შთამომავლების ბრძოლას რომ უყურებდნენ.

„დღეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ვუყურებ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისევ ვართ იმ მამაცი სამხედროების, მეზღვაურების და მფრინავების ქვეყანა“, – განაცხადა ელისაბედ მეორემ.