ელიოტ ენგელი - წარმომადგენელთა პალატის აქტი უზრუნველყოფს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ებრძოლოს საფრთხეებს
ელიოტ ენგელი - წარმომადგენელთა პალატის აქტი უზრუნველყოფს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ებრძოლოს საფრთხეებს

წარმომადგენელთა პალატის აქტი უზრუნველყოფს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ებრძოლოს საფრთხეებს და მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ს მოუწოდებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.

„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და კრემლი განაგრძობს საქართველოზე თავდასხმას დივერსიული დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმების გზით. ეს აქტი უზრუნველყოფს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ებრძოლოს ამ საფრთხეებს და მხარს უჭერს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის კარგი კანონპროექტი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაძლიერებლად და მოხარული ვარ, რომ დღეს მას წინ წავწევთ“, – განაცხადა ელიოტ ენგელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დღეს დაამტკიცა.