ელინა ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვალტონენი აღნიშნავს, ფინეთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში.
Since the 2008 Russian invasion of Georgia, Abkhazia and South Ossetia remain occupied. Finland firmly supports Georgia’s sovereignty and territorial integrity. We call on Russia to fulfill its commitments under the 2008 ceasefire agreement.
— Elina Valtonen (@elinavaltonen) August 7, 2026