ელინა ვალტონენი - აშკარა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც დაიწყებს დიალოგს, თუმცა მთავარია, რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით
ელინა ვალტონენი - აშკარა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც დაიწყებს დიალოგს, თუმცა მთავარია, რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით

ახლა პუტინთან დარეკვის დრო არ არის, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯერ არ დამდგარა დრო, რომ ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს დაურეკონ.

„აშკარა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც დაიწყებს დიალოგს. თუმცა მთავარი ის კი არ არის, როდის და ვინ ილაპარაკებს, არამედ რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით. გუშინდელი ინფორმაცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შესახებ იმაზე მიუთითებს, რომ საუბარი უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ვალტონმა.

მან ასევე დასძინა, რომ ფინეთი რუსეთს არ მიიჩნევს მტრად, მაგრამ ეწინააღმდეგება მის ქმედებებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

„ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობების იმედი გვაქვს, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებს რუსეთი საერთაშორისო სახელშეკრულებო სისტემაში დაბრუნების სურვილის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ვალტონენმა.