ელინა ვალტონენი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკება უნდა გამართონ – „ევროპელებსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არასწორ სიგნალს გააგზავნიდა“

14:55, 03.02.2026

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უნდა გამართონ.

„ევროპელებსა და პუტინს შორის ამ დროს სატელეფონო საუბარი სრულიად არასწორ სიგნალს გააგზავნიდა“, – აღნიშნა ვალტონენმა.

მანამდე საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ემხრობიან რუსეთთან საუბრის დაწყებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.

„მოსკოვს შეუძლია, ეს ომი ნებისმიერ დროს დაასრულოს, მაგრამ შეგნებულად ირჩევს, ეს არ გააკეთოს. ამიტომ ჩემი გზავნილი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ასეთია: შეხედეთ უფრო ფართო სურათს. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, რუსეთი კი – არა. ახლა აშშ-მა გადამწყვეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ვალტონენმა.

მსგავსი