ელიგამ საუკეთესოები დაასახელა – ფეხბურთელებში წულუკიძე აღიარეს, მწვრთნელებში – ცეცაძე #1TVSPORT

22:49, 04.09.2026

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა აგვისტოს საუკეთესოები დაასახელა. პრიზები ბათუმის „დინამომ“ და გათამაშების ლიდერმა, „რუსთავმა“ გაინაწილეს.

საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა წულუკიძე დაასახელეს – ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. 22 წლის ფეხბურთელმა აგვისტოში ელიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეროვნული ლიგის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ცეცაძე აღიარეს. „რუსთავის“ 52 წლის თავკაცმა გუნდი ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. აგვისტოში მისმა გაწვრთნილებმა 4 შეხვედრიდან 3 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და პირველივე სეზონში ლიდერობა მოიპოვეს.

მსგავსი