ელიგა 2-ში „ოდიში“ და „არაგვი“ ითამაშებენ – „ლოკომოტივი“ და „იბერია“ დაქვეითდნენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და ლიგა 2-იც საბოლოოდ დაკომპლექტდა.
ოდიში 1919 – იბერია 2 2:1 (ორი მატჩის ჯამში 4:3 – პირველი შეხვედრა 2:2)
განმუხურის სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ზუგდიდელებმა ანგარიში მე-60 წუთზე გახსნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ ბაქარ მირცხულავამ კარის წინ აიატულე აკონდოს უპასა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა.
87-ე წუთზე თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი ოთარ კვერნაძემ უნაკლოდ შეასრულა და ზუგდიდელები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლიგა 2-ში დაბრუნდნენ.
ლოკომოტივი – არაგვი 0:1 (ორი მატჩის ჯამში 3:3, პენალტების სერიაში 6:7 – პირველი შეხვედრა 3:2)
საპასუხო დაპირისპირებამდე უპირატესობას „ლოკომოტივი“ ფლობდა, რომელმაც პირველი შეხვედრა 3:2 მოიგო. მაგრამ საგურამოს „ლოკო – არენაზე“ გამართულ მატჩში „არაგვი“ 29-ე წუთზე გამოცდილმა გიორგი ჯანელიძემ დააწინაურა და ანგარიში გათანაბრდა. საბოლოოდ დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „არაგვის“ მეკარე გურამ ჩიკაშუამ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და გუნდი ლიგა 2-ში დააბრუნა.
ეროვნული ლიგა 2 – 2026 წლის სეზონის მონაწილეები
კოლხეთი 1913
გარეჯი
თელავი
მერანი
სიონი
სამტრედია
არაგვი
ოდიში 1919
შტურმი
გორი