ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო
ხანძარი იყო ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამწვარია ხის ფარდული.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
