ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი სრულად ჰქონდა დაზღვეული
თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები და ფართების მფლობელები არიან შეკრებილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ საკუთარ ფართებში შესვლის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ და ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ იციან.
მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი სრულად ჰქონდა დაზღვეული.