ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 120 კვ.მ. ფართი.

ცეცხლი შპალერების მაღაზიაში გაჩნდა, რომელიც ორსართულიანია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.