„ელიავა ცენტრში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
„ელიავა ცენტრში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

„ელიავა ცენტრში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

„ადგილზე ოპერატიულად იქნა გამოცხადებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება. დაშავებულზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ“,- განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ხანძარი დაახლოებით 1000-1500 კვ/მ-ზე იყო გავრცელებული.