ელგუჯა გოცირიძე - ტყიბულის შახტები შესაძლოა, ახალ კომპანიას გადაეცეს
ელგუჯა გოცირიძე - ტყიბულის შახტები შესაძლოა, ახალ კომპანიას გადაეცეს

ტყიბულის შახტები შესაძლოა, ახალ კომპანიას გადაეცეს, – ამის შესახებ აქციის მონაწილეებს თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა, ელგუჯა გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის ინფორმაციით, უკვე გამოჩნდა კონკრეტული კომპანიამ, რომლესაც სურს ტყიბულში შესვლა. დეპუტატისთვის უცნობია კომპანიის სახელი.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ხვდება. გოცირიძეს აქციის მონაწილეებმა ბანკებთან შუამდგომლობა სთხოვეს. მეშახტეები ითხოვენ, პროცენტი არ დაერიცხოთ სესხებზე, რადგან ამ თვეში პროცენტის გადახდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოხდა.

ტყიბულის შახტები ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. მეშახტეები 24 სექტემბრიდან ხელფასის გაცემის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.