ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი არ გამორიცხავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონზე პრემიერლიგიდან გავარდეს. მანკუნიანელები ცხრა ქულით ცხრილში მეთორმეტე ადგილს იკავებენ და სულ რაღაც ორი ქულით მეტი აქვთ, ვიდრე გასავარდნ ზონაში მყოფ „ევერტონს“.
ელერდაისის აზრით, „იუნაიტედის“ გავარდნა სულაც არ არის არარეალური და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, თუ არ იქნება მეტი თავდაჯერებულობა და ნაკლები ტრავმები.
„კლუბზე უარყოფითად მოქმედებს ასევე პოგბას წასვლის სურვილი“, – ამბობს ელერდაისი – „მანჩესტერს არასაკმარისი გოლები გააქვს და ვიმედოვნებ, გუნდს არ დასჭირდება ბრძოლა გადარჩენისთვის“, – დაასრულა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.