ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძის დაზიანების გამო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხებულია
ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძის დაზიანების გამო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხებულია

ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძის დაზიანების გამო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხებულია, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მათივე ცნობით, მოძრაობა დაახლოებით 13:00 საათისთვის განახლდება.

„მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23-ე ბიურომ ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით 13 საათისთვის განახლდება მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.