ელექტროენერგიის იმპორტი 2020 წელს სავარაუდოდ, შემცირდება, ექსპორტი კი, გაიზრდება

11:41, 26.12.2019

2020 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა მცირდება, ექსპორტის კი,  იზრდება.

იმპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2020 წლისთვის 1253.9 მილიონი კვტ.სთ-ს შეადგენს, 2019 წლის ბალანსში კი, აღნიშნული მაჩვენებელი 1545.0 მილიონ კვტ.სთ-ია.

ექსპორტი 2020 წელს, სავარაუდოდ, 577.8 მილიონი კვტ.სთ იქნება, მიმდინარე წელს კი, 259.3 მილიონი კვტ.სთ-ს შეადგენდა.

2020 წელს ადგილობრივი გენერაციის გამომუშავება, არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 11 პროცენტით გაიზრდება, რაც ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდას უკავშირდება.

დაახლოებით 5 პროცენტით არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა. ასევე, საპროგნოზო ბალანსის თანახმად, მომავალ წელს, სავარაუდოდ, გაიზრდება აფხაზეთის, „თელასისა“ და პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარება, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება კი, შემცირდება.

მსგავსი