ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე დაკავებულ გიორგი სოზაშვილს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა
ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე დაკავებულ გიორგი სოზაშვილს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა

ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე დაკავებულ გიორგი სოზაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატის მარიამ ცუცქირიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ნაფეტვრებში სოზაშვილს საკუთარ ავტობუსში ე.წ. მაინერები ჰქონდა განთავსებული, დენის მრიცხველი არ ჰქონდა, თუმცა მოხმარებული დენის საფასურს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს უხდიდა.

მარიამ ცუცქირიძეს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი კომპანიის მაღალი თანამდებობის პირია. სოზაშვილისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავენ. კომპანიის იურისტის ინფორმაციით, სოზაშვილმა 7 590 ლარის საფასურის დენი მოიპარა. ​სოზაშვილის შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სამართლდამცავებს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ მიაწოდა.

სამართალდამცველებმა თბილისში ე.წ. მაინერები ამოიღეს, რომლითაც სავარაუდოდ ელექტროენერგიის უკანონოდ დაუფლება ხდებოდა.