ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროს პირველი ხაზის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეფერხების მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვაა.

„ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.