ელენე თევდორაძე მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს
ელენე თევდორაძე მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს

ადამიანის უფელებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. მან საკუთარი პოზიცია პარლამენტში იმ შეხვედრაზე გამოხატა, რომელსაც ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე, თამაზ მოლაშვილი და სხვები.

„არ ვარ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მაგრამ არ დაგიმალავთ, ირმას პატივს ძალიან ვცემ, რადგან მებრძოლი ქალია. ამ დროს ჩემი თავი მახსენდება. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და სამართლიანობის ზეიმს.

ბევრი ადამიანი დგას აქ, ვისი უბედურების დროსაც ჩავერთე მათ სამართლიანობის მიღწევაში. ზოგჯერ მივაღწიე, ზოგჯერ ვერ მივაღწიე. როცა ვეღარ მივაღწიე, ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, განვაცხადე, რომ პარტიიდან მივდივარ, რადგან აღარ მინდოდა არც სააკაშვილთან, არც ბოკერიასთან და არც წამყვან ჯგუფთან ყოფნა.

ამიტომ, მიკვირს, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიეს იმ სიმართლეს და ნანატრ სამართლიანობას, რომელიც მათ ეკუთვნის. ამიტომ მინდა, უმრავლესობას მივმართო, ზუსტად იმ ტალღაზე მოხვედით, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და უსამართლობას შეებრძოლებით. ეს ის მომენტია, როცა თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი სიტყვებით დაამტკიცოთ“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

შეხვედრაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებისკენ მოუწოდა.