ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი - მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი - მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება

მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, – ამის შესახებ „სამართლიანი არცევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამაზე რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს.

„ანგარიშში საუბარი იყო საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის ფაქტებზე. ერთ-ერთი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საარჩევნო კოდექსით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში, ეს შედის საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, მსგავს ქმედებებზე რეაგირება ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.