ელენე ხოშტარია - ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გათავისუფლდეს
ელენე ხოშტარია - ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გათავისუფლდეს

გიორგი რურუა არათუ გამოვა ციხციდან, არამედ მოუგებს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, მსჯავრდებული გიორგი რურუა უდანაშაულოა და მისი პატიმრობისთვის „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

„გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი. გიორგი რურუა ამ საქმეში არის მსხვერპლი. ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას. ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური არჩევნები, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა. ეს უთხრა მაიკ პომპეომ გიორგი გახარიას, ამაზე საუბრობენ სენატორებიც. გიორგი რურუა არათუ გამოვა ციხციდან, არამედ მოუგებს სახელმწიფოს, სისტემას, და „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის. ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გამოვიდეს. ამის საშუალებები არსებობს. ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ნება. ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოოდ მოუწევთ. გიორგი რურუა არის ყოჩაღად, რადგან იცის, რომ მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია. ეს არის ბრძოლა, რათა სისტემა დაინგრეს. რასაც ბუგიანიშვილი საუბრობდა, ყველაფერი იყო მოსამართლის გარდა. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ასეთი სასამართლო სისტემა საქართველოში აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვე კომენტარი