ელენე ხოშტარია - უამრავი საერთაშორისო გარანტიების შესაძლებლობაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ვინც სერიოზული სახით მონაწილეობს, შეურაცხმყოფელია
ელენე ხოშტარია - უამრავი საერთაშორისო გარანტიების შესაძლებლობაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ვინც სერიოზული სახით მონაწილეობს, შეურაცხმყოფელია

ჩვენ ვერც დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ, ვერც დებიძინიზაციას ​და ამ ქვეყანაში ვერაფერს, თუ ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელით მოვიტყუებით, რომ ამ პარლამენტში სერიოზულად განიხილება დეოლიგარქიზაციის კანონი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, „მინდა, ნებისმიერ ოპოზიციონერს ვკითხო, ვისაც აქვს კონკრეტული იმედი, რა მიზნით ერთვება ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პარლამენტში დებიძინიზაციის პროცესში“.

„ჩვენ რომ რეალურად ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს ვუპასუხოთ, მთავარია, ფარსში არ მივიღოთ მონაწილეობა. არ მოვიტყუოთ თავი და არ მოვატყუოთ საზოგადოება. არ დავიწყოთ ისეთ რაღაცებზე საუბარი, რასაც შინაარსი არ გააჩნია. თამაშამდე მივიდა ეს პოლიტიკური პროცესი. ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულად კონტროლირებულ პარლამენტში, სადაც მას ეძახიან ბეთჰოვენს, სადაც გამოყოფილი ჰყავთ ოთხი ადამიანი აშშ-ის ელჩზე და ევროკავშირის ელჩზე თავდასხმებისთვის, სადაც გვინახავს ენით აღუწერელი მსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, ველოდებით, რომ კონკრეტული პროცესი გაიმართება დეოლიგარქიზაციაზე? შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევცვლით ასე, ვერც დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ, ვერც დებიძინიზაციას და ვერ ამ ქვეყანაში ვერაფერს, თუ ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელით მოვიტყუებით, რომ ამ პარლამენტში სერიოზულად განიხილება დეოლიგარქციზაციის კანონი. ღირსი ვართ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონში გვიბრუნებენ და ოპოზიციის პირებს ასახელებენ, რეპრესიების იარაღადაც იყენებენ.

ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ზღუდავს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამხელს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხალხს უხსნის, რომ გარდა „ქართული ოცნების“ შეზღუდვისა, მართლა როგორ უნდა მივაღწიოთ ევროპულ პერსპექტივას, როგორ უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა, რომ მედიას აღარ ჰქონდეს ეს პრობლემები, ადამიანებს აღარ ჰქონდეთ პრობლემები, რომ ციხეში არ ისხდნენ პოლიტიკური ოპონენტები. როგორ შევქმნათ ის გეოპოლიტიკური გარანტიები, რომელიც დღეს ერთი მხრივ, საფრთხის სახით და მეორე მხრივ, შესაძლებლობის სახით გვაქვს. სავაჭრო გზები იცვლება უკრაინის ომის გამო, რუსეთი სუსტდება, უამრავი საერთაშორისო გარანტიების შესაძლებლობაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს და ამ დროს შეურაცხმყოფელია, ვინც მონაწილეობას ამ პოლიტიკური პროცესში სერიოზული სახით და ამაზე ლაპარაკობს. ღიად ვიტყვი, ვგულისხმობ ოპოზიციას, იქ ბევრი ჩემი კოლეგაა, ბევრი ადამიანი მიყვარს, არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებ, არც პიროვნულად და არც პარტიულად. მე მგონია, რომ ერთიანობის დროა, ერთიანობის იდეის და არა ფარსის გარშემო. მინდა, ნებისმიერ ოპოზიციონერს ვკითხო, ვისაც აქვს კონკრეტული იმედი, რა მიზნით ერთვება ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პარლამენტში დებიძინიზაციის პროცესში. აგვიხსნან, საზოგადოებას აუხსნან“, – განაცხადა ხოშტარიამ.