ელენე ხოშტარია - შეუძლებელია, უყურო სააკაშვილს ამ მდგომარეობაში, კადრში ხედავ სახელმწიფოს დანაშაულს, პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, „ქართულ ოცნებას“ ელოდო
ელენე ხოშტარია - შეუძლებელია, უყურო სააკაშვილს ამ მდგომარეობაში, კადრში ხედავ სახელმწიფოს დანაშაულს, პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, „ქართულ ოცნებას“ ელოდო

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ აქვს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ხოშტარიას თქმით, შეუძლებელია ამ მდგომარეობაში ადამიანის ყურება.

„შეუძლებელია, უყურო ადამიანს ამ მდგომარეობაში და, რაც მთავარია, ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ეს იყო ძალიან დიდი კონტრასტი. ვაშინგტონში იყო თავისუფლებაზე საუბარი და ჩვენ ვხედავთ დანაშაულის კადრებს მიხეილ სააკაშვილის სახით. ამიტომ ყოველ ჯერზე ემოციურად ძალიან მძიმეა. სხვაგვარად, ეს ყველაფერი წერია ექსპერტების ოფიციალურ დასკვნებში, რომ უფრო მძიმე იქნება ვითარება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არაფერი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოსგან, რომელსაც შეუძლია, ასე ცივსისხლიანად ყველაფერი აკეთოს. მგონია, რაღაც ეტაპზე, თუ ეს ასე გრძელდება და სასამართლო ჯანჯლდება, ოპოზიციამ საერთო პროტესტის გეგმა უნდა დაისახოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას თქმით, თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას სჭირდება საერთო წინააღმდეგობა.

„არ გვინდა იდეეების სროლა. თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას უნდა საერთო წინააღმდეგობა. რა სახის იქნება, ტექნიკის ამბავია. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად და ტვირთად დააწვება ადამიანის წამება პირდაპირ ეთერში. „ქართული ოცნება“ არის დამნაშავე, არის პასუხისმგებელი, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა აგოს. პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, „ქართულ ოცნებას“ ელოდო“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.