ელენე ხოშტარია – სახელმწიფო არ მოემზადა, რათა თვითიზოლაციაში მყოფი ყველა ადამიანის ხმის უფლება ყოფილიყო დაცული
აბსოლუტურად ცხადი გახდა, სახელმწიფომ, რომელმაც იცოდა, რომ არის მეორე ტალღა, არ მოემზადა ამისთვის, ჯანდაცვამ და ცესკო-მ ვერ მოაგვარეს, რათა ყველა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ხმის უფლება ყოფილიყო დაცული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ელენე ხოშტარია პარტიის წევრებთან ერთად ცესკო-ს შენობაში იმყოფებოდა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისგან გადასატანი ყუთის მოთხოვნაზე რეგისტრაციის ვაის გახანგრძლივებას მოითხოვდა.
„მოქალაქეებმა უნდა გააგრძელონ ცხელ ხაზზე დარეკვა, ვისაც გაქვთ სურვილი რეგისტრირების, ექვს საათამდე ზარებს მიიღებენ. ორსაათიანმა დედლაინმა ექვს საათამდე გადაიწია. ასევე, მივიღეთ დაპირება, რომ ვისი ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, ყველა ამ ადამიანს გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ. ჩვენ ვითხოვდით ვადის ხვალამდე გადაწევას. ჩვენ გვესმის, რომ ცესკო-ს გონივრული ვადები სჭირდებათ მერე სიების მოწესრიგებისთვის, ამიტომ ჩვენ ახირებული მოთხოვნები არ გვქონდა, მაგრამ ვითხოვდით ხვალამდე. საბოლოო ჯამში მივაღწიეთ დღეს ექვს საათამდე ამის გადაწევას“, – განაცხადა ხოშტარიამ.