ელენე ხოშტარია - საერთო პრობლემა არის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის ყველა ღერძს იღებს და ამსხვრევს
ელენე ხოშტარია - საერთო პრობლემა არის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის ყველა ღერძს იღებს და ამსხვრევს

არც მალავენ, ღიად ემუქრებიან ტელევიზიებს, რომლებიც არიან კრიტიკულები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველთან“, სოლიდარობის აქციაზე განაცხადა.

„ეს არის სოლიდარობის აქცია „კავკასიისა“ და „ტვ პირველის“ მიმართ, მაგრამ გარდა სოლიდარობისა, საერთო პრობლემა არის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის ყველა ღერძს იღებს და ამსხვრევს. სასამართლო მიიტაცეს, პოლიცია მიიტაცეს. ახლა ღიად, არც მალავენ და ემუქრებიან იმ ტელევიზიებს, რომლებიც არიან კრიტიკულები. ეს არის შერჩევითი სამართლის ძალიან მარტივი მაგალითი, როდესაც „იმედის“ ვალი არ არის ვალი და „ტვ პირველის“ ბევრად მცირე არის ვალი. ცხადია, ამის უკან რა დგას, ეს არ არის საგადასახადო საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.