ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ შეეხო ყველაზე ძვირფასს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება
ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ შეეხო ყველაზე ძვირფასს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება

„ქართული ოცნება“ შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ბექა ყორშიას, რომლებმაც გაირეს საშინელი წუთები ქარელში. ასევე „მთავარ არხს“ და აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტს, რომლებიც არიან პირდაპირ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ „ქართული ოცნება“ გაბედავდა ამას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნების“ ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი.  „ქართული ოცნება“ შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება. ყველა ამ მიმართულებით ადამიანის თავისუფლება არის სრულიად შეზღუდული პირდაპირი მასიური ტერორისტული რეპრესიული საბჭოთა თვალთვალით. აბსოლუტურად ყველა ადამიანის, ბაგა-ბაღის და სკოლის მასწავლებლებიდან დაწყებული, ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში ჩვენი ქალაქის ქუჩებში. ჩვენ ეს ვნახეთ არა მარტო 5 ივლისს, არამედ შემდეგაც“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს მოქალაქეებს აქვთ არჩევანი ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პატივისცემის სასარგებლოდ.

„ადამიანის ჯანმრთელობა არის საფრთხეში და ჩვენ დღეს გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანი ვინც ჩვენ გვემსახურება, ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს, იღებს კადრს და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ულეწავენ ძვლებს. ამიტომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს არჩევანი. ჩვენ არავის დავუტოვებივართ არჩევანის გარეშე და ჩვენი არჩევანი არის იმის თქმა, რომ 2 ოქტომბერს არ ვნებდებით, არ ვშინდებით. არ ვაპირებთ, რომ გავხდეთ ტერიტორია, სადაც ადამიანებს კლავენ. ჩვენ მივდივართ და ვაკეთებთ არჩევანს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პატივისცემის სასარგებლოდ. სწორედ ეს არის არჩევანი, რომელიც გვიდგას 2 ოქტომბერს“,- განაცხადა ხოშტარიამ.