ელენე ხოშტარია - მამუკა ბახტაძეს მოსახლეობის ნახევარი არ იცნობს, მას არც გამოცდილება და არც პოლიტიკური წონა არ აქვს
ელენე ხოშტარია - მამუკა ბახტაძეს მოსახლეობის ნახევარი არ იცნობს, მას არც გამოცდილება და არც პოლიტიკური წონა არ აქვს

ერთადერთი კრიტერიუმი რითიც ამ ქვეყენაში პრემიერ-მინისტრს ირჩევენ, ეს არის მოსწონს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მამუკა ბახტაძეს მოსახლეობის ნახევარი არ იცნობს და მას არც გამოცდილება და არც პოლიტიკური წონა არ აქვს.

„დღეს „ქართული ოცნება“ არც აღიარებს და პირიქით, თავს იქებენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ერთადერთი კრიტერიუმი რითიც ამ ქვეყენაში პრემიერ-მინისტრს ირჩევენ, ეს არის მოსწონს თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს, და აი ამ მომენტში ვინ არის მისი ფავორიტი, და სწორედ ასეთია ბახტაძე.

მას არ იცნობს მოსახლეობის ნახევარი და მას არ აქვს არანაირი არც პოლიტიკური წონა არც გამოცდილება, ის ერთადერთი რითიც გამოირჩევა, იქნება ივანიშვილის მსახური, ჩვენ ამ უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ქვეყანაში ვტრიალებთ იგივე წრეზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მარიონეტებს ცვლის თავისი სურვილის მიხედვით“,- განაცხადა ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.