ელენე ხოშტარია - „ლელოს“ მხრიდან ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო
ელენე ხოშტარია - „ლელოს“ მხრიდან ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მისთვის მოულოდნელობა იყო.

ელენე ხოშტარია „ლელოს“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს მათ მიმართ ჩემს დამოკიდებულებას ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს. მიმაჩნია, რომ „ლელოს“ წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის. არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, – აღნიშნავს ხოშტარია.

„ლელომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები გუშინ წარადგინა და ვაკის საარჩევნო ოლქში კანდიდატად ლევან კობერიძე დაასახელა.