ელენე ხოშტარია - ილიჩოვასა და მელაშვილზე, ორ წესიერ ადამიანზე გადატყდა ის უსამართლო ძალადობრივი სისტემა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ
ელენე ხოშტარია - ილიჩოვასა და მელაშვილზე, ორ წესიერ ადამიანზე გადატყდა ის უსამართლო ძალადობრივი სისტემა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ

ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ისინი არიან მძევლებად, არის ბიძინა ივნიშვილის წინასაარჩევნო პოლიტიკური, ბინძური თამაშები და პოლიტიკური რეპრესიები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები უსამართლო ძალადობრივი სისტემის მსხვერპლნი არიან.

„არა მხოლოდ მე, არამედ უამრავი ადამიანი უდგება მათ თავდებში, რადგან მე არ ვიცნობ ადამიანს წესიერს, რომელიც არ განიცდის, რომ ორ წესიერ ადამიანზე გადატყდა ის უსამართლო ძალადობრივი სისტემა, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნათ მძევლობიდან ეს ადამიანები. აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობას, რას იზამს პროკურატურა ან სასამართლო, ეს არის პოლიტიკური დაკვეთის დამკვეთის შემსრულებელი ინსიტუტი, ამიტომ, მე არ ვიცი, რა პოლიტიკური დაკვეთა აქვთ და ვერც ვიმარჩიელებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.