ელენე ხოშტარია - გუგუტიანთკარში დღეს მთელი მთავრობა უნდა იდგეს და აქ მცხოვრებლებს ეუბნებოდეს, რომ მათზე იზრუნებს
ელენე ხოშტარია - გუგუტიანთკარში დღეს მთელი მთავრობა უნდა იდგეს და აქ მცხოვრებლებს ეუბნებოდეს, რომ მათზე იზრუნებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სოფელ გუგუტიანთკაში ჩავიდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„აქ რამდენიმე მეტრში შეგვიძლია დავინახოთ, რა არის რუსეთი, როგორი დამანგრეველია რუსეთი, როგორ კლავს, როგორ იტაცებს რუსეთი და რამხელა საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ ფილმებს, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, დღეს არის გამოვლინება დიდი პრობლემის, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ოკუპაციის მიმართ.

„აქ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს განსაკუთრებულ პირობებში, ფინანსურ შეღავათებში. როგორ შეიძლება აქ არ იყოს ახლა მთელი მთავრობა და ამ ადამიანებს არ ეუბნებოდეს, რომ მათ პირობებზე იზრუნებს ქართული სახელმწიფო. დღეს ყველაფერზე პასუხი არის საერთო, სახალხო საზოგადოებრივი ზეპარტიული პროტესტი. ანტისაოკუპაციო პროტესტი, რომელიც დაარბია სახელმწიფომ უნდა გაგრძელდეს რუსთაველზე. ჩვენ ყველა პარტია, ყველა მოქალაქე უნდა ვიდგეთ და ვამბობდეთ, რომ არ არის მისაღები ოკუპაცია“, –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დატოვე კომენტარი