ელენე ხოშტარია - გამაოგნებელია, როდესაც ხელისუფლება უბნების გადათვლაზე შემოდის ვაჭრობაში
გამაოგნებელია, როდესაც ხელისუფლება უბნების გადათვლაზე შემოდის ვაჭრობაში, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია.
მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებაზე, რომ ოპოზიციას შესთავაზეს დაახლოებით 1 500 უბნის გადათვლა, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ მათი მიზანია მხოლოდ დესტრუქცია“.
„ის უბნები, სადაც არის გასაჩივრებული, სადაც არის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი ყველა დარღვევის მტკიცებულება, ვაჭრობის საგანი კი არაა, ვალდებულები არიან, რომ ეს საჩივრები განიხილონ, გადათვალონ და ეს უნდა გაეკეთებინათ.
გუშინ ცესკო-ში პრაქტიკულად დახურეს ეს პროცესი. ამიტომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნება“ იტყუება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.