ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 12 მაისს თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო” ითხოვს, პარლამენტში უსწრაფესად გამოცხადდეს შს მინისტრი.

ხოშტარიამ ასევე მოითხოვა, რომ შსს-მ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და გასცეს კონკრეტული პასუხი ძალადობაზე , რომელიც თავისუფალი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა.

ელენე ხოშტარიამ გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები 12 მაისს და შემდგომ პერიოდშიც. „ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია სახელმწიფოს მხრიდან”,- აღნიშნა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს” წევრმა კარვების აღება შეაფასა როგორც უსუსური ქმედება. მან ასევე მოუწოდა დაიცვან აქციის მონაწილეები კონტრაქციებისგან.