ელენე ხოშტარია - ერთი მრავალრიცხოვანი აქციით გამოსვლა და დამთავრება არის ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, პირიქით, ხელს შევუშლით
ელენე ხოშტარია - ერთი მრავალრიცხოვანი აქციით გამოსვლა და დამთავრება არის ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, პირიქით, ხელს შევუშლით

ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, რომ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაც დამთავრდება, ამ ბუნების არ არის ეს ბრძოლა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობრივი დამხობის მომხრე არ არის და პირიქით, ამას ხელს შეუშლის.

„მე მესმის ეს ინერცია და დაღლილობაც, რომ მოდი, გავიდეთ ყველა ერთად და დავამთავროთ. ოღონდ აქ მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ერთი გასვლა და ერთხელ დამთავრება არის ერთადერთი, ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.