ელენე ხოშტარია - ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა
ელენე ხოშტარია - ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა

წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალიან ბინძური კამპანია, სადაც ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება მიდიოდა ყველაფერზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხვალ არის მთაწმინდელი ამომრჩევლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება“, რომელიც დისკრიმინაციულად გავარდა და ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს თავიანთ სახლებზე თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში და მეასე დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ მიიღებენ ხმებს. ჩვენ ვნახეთ გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება. ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც საფირმო ნიშანი გახდა „ქართული ოცნების“. ეს არის მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, როდესაც შენ გგონია, რომ ამ სიძულვილისა და ტყუილების დათესვით მათ აიძულებ მიაცემინო ხმა სასურველ კანდიდატზე და ჩაერევი მათ გამოხატვის თავისუფლებაში ნებაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.