ელენე ხოშტარია - ალენ ბერსეს ვიზიტი, ფორმატი და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ
ალენ ბერსეს ვიზიტი, ფორმატი და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისის ერთადერთი გადაჭრა ახალი არჩევნებია.
„ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში.
ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას „ქოცებსო.“ პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით. ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.