ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11:16, 14.08.2018

ლიბიაში საქართველოს ახალმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ საიალას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Libya Observer-ი ლიბიის საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ელჩმა და ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და ლიბიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

მსგავსი