ელჩი რან გიდორი - ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით
ელჩი რან გიდორი - ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით

ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს საერთაშორისო ფრენებსა და აღადგენს ტურისტულ მიმოსვლას.

„ზუსტი თარიღის განსაზღვრა მოხდება სხვადასხვა გარემოებიდან, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მიმდინარე ეპიდვითარების პირობების გათვალისწინებით, ისრაელისა და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები აგრძელებენ ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს „მწვანე კორიდორის“ გახსნასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ელჩი გიდორი.

ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.