ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ელჩი წერს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ქვეყნის 31 ქალაქში ეკრძალებათ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 00:00 საათიდან 26 აპრილის 00:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- წერს გიორგი ჯანჯღავა.