ეკვატორულ გვიანეაში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

08:09, 09.03.2021

ეკვატორულ გვიანეაში, სამხედრო ბაზაზე არსებულ საცავში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. დაშავებულთა რიცხვი კი 600-ს აღემატება. მათ შორის 300-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარი დაუდევრობად შეაფასა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

მსგავსი