რუსეთის მიერ უკრაინის სამ ოლქზე მიტანილი იერიშებს სამი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია შვიდი ადამიანი

12:00, 14.11.2026

რუსეთის მიერ უკრაინის სამ ოლქზე მიტანილი იერიშებს სამი პირი ემსხვერპლა, დაშავებულია შვიდი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსებმა იერიშები კრიტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს. სამიზნე აღმოჩნდა სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ხუთი სახლი, ფოსტა და სასწრაფო დახმარების მანქანა.

ცნობისთვის, 13-14 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში 96 დრონით მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 81 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

მსგავსი