ეკვადორში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კატალინა ანდრამუნიო სებაიოსმა განაცხადა.
„მიღებული ზომების მიუხედავად, 54 ქვეყნის მსგავსად, ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც მოხვდა. იძულებული ვართ შეგატყობინოთ ეკვადორში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, დაავადებული ეკვადორის მოქალაქე ქალია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს. ის ეკვადორში 14 თებერვალს ჩავიდა და დაავადების სიმპტომები არ ჰქონდა. ინფიცირებული ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ქალთან კონტაქტში მყოფ 80-მდე ადამიანს იკვლევენ.