ეკვადორის საპორტო ქალაქ ესმერალდასში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
ეკვადორის საპორტო ქალაქ ესმერალდასში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი და რამდენიმე შენობა სერიოზულად დაზიანდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი ეკვადორის სანაპიროზე, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი შენობები. შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება. ეკვადორის ეროვნულ ნავთობკომპანია „პეტროეკვადორში“ განაცხადეს, რომ მათ დროებით შეაჩერეს ყველა ოპერაცია ესმერალდასში მდებარე ნავთობობიექტებზე.
ეკვადორის პრეზიდენტმა დაზარალებულ პროვინციაში თავშესაფრების მოწყობისა და მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის განკარგულება გასცა.
2016 წელს ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრეს 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.