ეკვადორის ერთ-ერთ საპატიმროში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა
ეკვადორის ერთ-ერთ საპატიმროში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება ორ ნარკოდაჯგუფებას შორის მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ხუთ პატიმარს თავი მოკვეთეს. ციხეზე კონტროლის მოსაპოვებლად 400-მდე სამართალდამცველი იქნა მობილიზებული.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამბოხი ნარკოტიკული საშუალებების ტრეფიკით დაკავებული გავლენიანი მექსიკური დაჯგუფების დაკვეთით დაიწყო. დაპირისპირებისას ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

დატოვე კომენტარი