ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს სტამბოლში გამართულ მასშტაბურ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა 
ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს სტამბოლში გამართულ მასშტაბურ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა 

ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან მეასე დღეს სტამბოლში მასშტაბური აქცია გაიმართა.

აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. როგორც მედია წერს, დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ეკრემ იმამოღლუს დაკავება სახელმწიფო გადატრიალებას შეადარეს.

„ამ გადატრიალებას ლიდერი ჰყავს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.