ეკრანიან მოწყობილობებთან მუშაობისას ჯანდაცვის სტანდარტების დაცვის საკითხებზე ​ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა გაიმართა
ეკრანიან მოწყობილობებთან მუშაობისას ჯანდაცვის სტანდარტების დაცვის საკითხებზე ​ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ირაკლი ლექვინაძესთან და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით შედგა, სადაც რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით ბიზნესის შენიშვნები განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება და ტექნიკური რეგლამენტის დასახვეწად ბიზნესომბუდსმენი სამინისტროს ოფიციალური რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნული დაფუძნებულია ევროდირექტივაზე (90/270/EEC ), რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ეხება ყველა სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი