ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება, სათარჯიმნო საქმიანობაც დაემატა

23:10, 06.05.2020

ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება, სათარჯიმნო საქმიანობაც დაემატა.

ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში შევიდა.

დადგენილების მეშვიდე მუხლში გაწერილია იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით არ ჩერდება.

6 მაისს შეტანილ ცვლილებაში კი აღნიშნულია, რომ ჩამონათვალს დაემატება შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და ექსტრადიციის განხორციელების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულების მიზნით სათარჯიმნო საქმიანობის განხორციელებისა;“.

ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღეს 6 მაისს გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდება 2020 წლის 30 მარტიდან.

მსგავსი