ეკონომიკური პროფილის კომიტეტებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს
ეკონომიკური პროფილის კომიტეტებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს

ეკონომიკური პროფილის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ოთხ მინისტრს უსმენდნენ, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრა ფარული იყო და მისი შედეგები კომიტეტების წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე წარმოადგინეს.

შედეგები ასეთია: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დეპუტატებიდან კენჭისყრისას რვა მომხრე და ერთი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან, სხდომას 11 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრაში კი, მონაწილეობა ცხრა დეპუტატმა მიიღო და მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიდან მხარდაჭერა მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა დააფიქსირა. სხდომას კი, ცხრა მათგანი ესწრებოდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 16 დამსწრე წევრიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა 15-მა მიიღო. 10 მომხრე და სამი წინააღმდეგი აღმოჩნდა. ხოლო, ორი ბიულეტენი გაუქმდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 14 წარმომადგენლიდან მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 13-მა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

სხდომა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა სიტყვით გამოსვლების შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხეს.