ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებიდან დაბრუნდა და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებიდან დაბრუნდა და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებიდან გამოვიდა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას.

ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მინისტრის სამუშაო განრიგში მიმდინარე კვირისთვის ერთ-ერთი ღონისძება საერთაშორისო საზღვაო ფორუმია, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

გიორგი ქობულია მინისტრად 12 ივლისს დაინიშნა. ამის შემდეგ მას წინა სამსახურთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო შვებულებაში გასვლა რამდენჯერმე მოუწია.