ეკონომიკის სამინისტრომ „ბლექ სი არენას“ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა
ეკონომიკის სამინისტრომ „ბლექ სი არენას“ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა

ეკონომიკის სამინისტრო „ბლექ სი არენას“ ახალ დირექტორს არჩევს. ვაკანსია jobs.ge-ზე გამოქვეყნდა.

სამინისტროს ცნობით, „ბლექ სი არენას“ ყოფილი ხელმძღვანელი ანი კავლელიშვილი მთის განვითარების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გადავიდა.

ვაკანსიის მიხედვით, თანამდებობაზე ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. კანდიდატებისთვის სავალდებულო მოთხოვნებია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზებისა და მომსახურების, PR-ის, მარკეტინგის, ტურიზმის ან კულტურის სფეროებში; მენეჯერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ განვითარების საშუალებას, კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს“, – აღნიშნულია jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარია.

შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ ბიძინა ივანიშვილმა აშენდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.