ეკონომიკის სამინისტრო - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე
ეკონომიკის სამინისტრო - საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების ანალიზის დეპარტამენტის უფროსის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, მარტში ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 26 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო იანვარ-მარტის ექსპორტის ზრდა 43 პროცენტს გაუტოლდა და 1,172 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ 2022 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისას, ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2021 წლის მარტშიც დაფიქსირდა და 30,5 პროცენტიანი ზრდა შეადგინა. მისი თქმით, წელს ექსპორტის ზრდის პარალელურად მარტში იმპორტი 15.6 პროცენტით გაიზარდა და 896 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური დინამიკის გაგრძელებას“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.