ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავები შენობიდან შესაძლოა, მარტის ბოლომდე გადავიდეს
ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავები შენობიდან შესაძლოა, მარტის ბოლომდე გადავიდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნაქირავები შენობიდან შესაძლოა, მარტის ბოლომდე გადავიდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო, სავარაუდოდ, მუშაობას რამდენიმე შენობაში გააგრძელებს, მიზეზი – თანხების ეკონომიაა.

სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შენობასაც აითვისებს.

სტრუქტურული ცვლილების შედეგად ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება და სწორედ ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

რაც შეეხება საკადრო და ფინანსურ ოპტიმიზაციას, ქუმსიშვილის თქმით, ამისთვის უწყებას 3-თვიანი ვადა აქვს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ეკონომიის მოცულობა.

“ახლა კი მხოლოდ მექანიკურო გამთლიანება ხდება”, – აღნიშნა მინისტრმა.